„იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური“ - ჭახათის საჯარო სკოლის პედაგოგი მე-12 კლასელებს მიმართავს
21-05-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის პედაგოგი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და ლექსს უძღვნის. კურსდამთავრებულები თბილი სიტყვებით გააცილეს სკოლიდან.

„ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,
უნდა შეძლოთ, სიყვარული მიმოფანტოთ გზად,
ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად,
სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გყავთ“...

გილოცავთ ჩემო მე-12 კლასელებო სკოლის დამთავრებას! თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია! თქვენი დარეჯან მასწავლებელი“- ასე მიმართავს პედაგოგი კურსდამთავრებულებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203