პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თემაზე პრეზენტაცია მოაწყვეს
21-05-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, პირველი სვირის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

პირველი სვირის საჯარო სკოლაში ჩატარდა, ლიდერობის აკადემიის ფარგლებში განხორციელებული პროექტის - „ერის სულიერი საგანძურის"  ერთ- ერთი აქტივობა: „ქვევრის ღვინო", როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

აქტივობა, საბუნებისმეტყველო კათედრის დახმარებით, დაგეგმეს და განახორციელეს მეცხრე კლასის მოსწავლეებმა. „პრეზენტაცია იყო მიზანმიმართული და საინტერესო. აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი, კვლევა-ძიების, ტექნოლოგიების ფლობისა და სხვა მრავალი საჭირო უნარის განვითარებას. მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ქალბატონ ბაია აბულაძის მარანში და გაეცნენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიას“, აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203