წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, საყულიის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებითვის ბოლოჯერ დაირეკა სკოლის ზარი. იყო ბევრი ემოცია, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სიხარული და ბავშვობის დასრულების სევდა. კურსდამთავრებულებს ეს მნიშნელოვანი დღე დიდი სიყვარულით მიულოცა კლასის დამრიგებელმა ლანა გოგონაძემ და აღნიშნა: „გილოცავთ ჩვენო ძვირფასებო სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას,წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ“.
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც.