
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა, ანნა ობოლაძემ რუსულ ენაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო „Продукты и блюда. Овощи и фрукты“.
მე-6 კლასის მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.
გაკვეთილი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდამჭერი ჯგუფის წინაშე, რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები