დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „ეტალონის“ პრაქტიკული კონფერენცია და Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართება
16-12-2017

დღეს 12:00 საათზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დიდი დარბაზში „ეტალონის“ პრაქტიკული კონფერენცია და Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართება. 

პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეები იქნებიან: საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატის საშემოდგომო სეზონის 24 თვითმმართველი ერთეულის „ეტალონი“ მოსწავლეები და წარმომადგენლობითი დელეგაციები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მშობლები.  

მოწვეული სტუმრები არიან: საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული ელჩ(ებ)ი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები, არასამთავრობო სექტორი და მასმედია;

„ეტალონის“ პრაქტიკულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის შუალედური კონკურსი 24 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლის მონაწილეობით ჩატარდება. 

პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლეებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 1000, 800 და 500 ლარიანი ფულადი ვაუჩერები დააწესა. 

ასევე ჩატარდება პრეზენტაცია: ოჯახი-ბავშვი-სკოლა - აღზრდა-განათლების უპრეცედენტო ინოვაციური სიახლე Izrune.ge-ს შესახებ. 

პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი და ლიტვის საელჩო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203