„ნივთიერებების წვა“ - ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი რესურსებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა
20-05-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მეექვსე კლასში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა „ჩვენი გარემოს“ პედაგოგმა მაია ზუბიტაშვილმა.
„გაკვეთილის თემა იყო „ნივთიერებების წვა“. გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო და აქტიური იყო. მოსწავლები მსჯელობდნენ, უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას. საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილზე მრავალფეროვანი რესურსები იყო წარმოდგენილი. ასევე, ჩატარდა ცდები, რამაც აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია. მადლობა ამისთვის მაია მასწავლებელს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია