შემოქმედებითი და სახალისო გაკვეთილი ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში
20-05-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
პედაგოგმა ლია ცაგარელმა მეორე კლასში თემაზე: „ცხვარი და სიღარიბე“ საინტერესო ქართული ენის გაკვეთილი ჩაატარა. საოცარი პატარები კი ხალისითა და დიდი მონდომებით ასრულებდნენ ყველა აქტივობას.
„შემოქმედებითი, კრეატიული და ხალისიანი - ასე შეიძლება შევაფასოთ ეს გაკვეთილი. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად შეძლეს სახლიდან სიღარიბის გაშვება და იქ ცხვრის დაბინავება. მათ პრეზენტაციების შემდეგ წარმოდგენილი რესურსები მოათავსეს სახლში და ოჯახიც გამდიდრდა. მადლობა ლია მასწავლებელს ბავშვებზე ზრუნვისა და ასეთი შემოქმედებითი გაკვეთილისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია