ლაშის საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს
20-05-2021

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც...

წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ლაშის საჯარო სკოლამაც გააცილა თავისი მეთორმეტეკლასელები, უფრო სწორად, 1 კურსდამთავრებული ცხოვრების დიდ ასპარეზზე და წარმატებები უსურვა მას:

„ჩვენი სკოლა ულოცავს სკოლის წარჩინებით დამთავრებას სალომე კვირიკაშვილს! სალომე, წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის მადლი და მეოხებამ გიწინამძღვროს ცხოვრების გზაზე! დაე, ასეთი მოსწავლეები გვიმრავლოს ღმერთმა!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203