
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის გამარჯვებული კალათბურთში სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის გუნდია.
კალათბურთში სპარტაკიადის ჩემპიონს ახაშნის საჯარო სკოლის გუნდს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა.
გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა. თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 - ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ.
სასკოლო სპორტული სპარტაკიადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ექვს სახეობაში – ჭადრაკში, ფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ბადმინტონსა და ჭადრაკში იმართება.