
ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც...
ბოლნისის N3 საჯარო სკოლამაც გააცილა თავისი მეთორმეტეკლასელები ცხოვრების დიდ ასპარეზზე და წარმატებები უსურვა მათ: „ჩვენი სკოლის მეთორმეტეკლასელებს ვულოცავთ სკოლის დამთავრებას !წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ. ღირსეულად ევლოთ ცხოვრების გზებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.