კოჩიოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სომხების გენოციდის შესახებ ქართულ ენაზე პრეზენტაცია მოამზადეს
20-05-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოს საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სომხების გენოციდის შესახებ ქართულ ენაზე პრეზენტაცია მოამზადეს.
მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის ისტორიული ქრონიკებიდან მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს.
სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე 1915 წელს სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა მოსაგონებლად ტარდება.
გენოციდი მოიცავდა ოსმალთა იმპერიის მიერ მილიონზე მეტი სომეხის ხოცვა- ჟლეტვასა და შიმშილობას. ერევანში, სომხეთის დედაქალაქში, ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი წიწერნაკაბერდის გენოციდის მემორიალურ დაფასთან იკრიბება და მას ყვავილებით ამკობენ. სომეხთა გენოციდი აღიარებულია მსოფლიოს ბევრი ქვეყვნების მხრიდან. 2021 წელს ეს ფაქტი აღიარა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია