ხვანჭკარის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
20-05-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლა აქტიურად აგრძელებს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
„ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ხვანჭკარის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს პროექტის განხორციელება ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით.14 მაისს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა ყველასათვის საყვარელი აქტივობა „მხიარული სტარტები“. ღონისძიებამ, როგორც ყოველთვის, ძალზე აქტიურად და მხიარულად ჩაიარა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია