თბილისის N200 საჯარო სკოლაში ეკოლოგიაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ
20-05-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თბილისის N200 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ახლახან, თბილისის N200 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა - ეკოლოგიის წრის მუშაობა სააღმზრდელო ჯგუფებში. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია ეკოლოგიის შესახებ, შექმნეს ხელნაკეთი ნამუშევრები და განიმტკიცეს ცოდნა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოვრება სუფთა ეკოლოგიურ გარემოში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203