
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მე მტკივა 9 აპრილი“ ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მათი ღვაწლი ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში, წაიკითხეს ლექსები და მადლობა გადაუხადეს თავისუფლებისათვის.
იხილეთ ფოტოები