„იყავი მწვანე, დაეხმარე შენს პლანეტას“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე
20-05-2021

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში დევზით - „იყავი მწვანე, დაეხმარე შენს პლანეტას“ დედამიწის დღე აღნიშნეს. 

ღონისძიებას მაია რიჟამაძე და ეკატერინე თედეშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობები შეასრულეს, მათ შორის დასუფთავების აქცია გამართეს და გარემოს დაცვის თემებზე პლაკატები შექმნეს. 

დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203