„მეამაყებით! მეიმედებით!“- ბათუმის N26 სკოლის დირექტორის ემოციური მისალოცი წერილი მეთორმეტეკლასელებს
20-05-2021

ბათუმის N26 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გოგიშვილი მეთორმეტეკლასელებს ემოციური წერილით ემშვიდობება. 

„ჩემო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

გილოცავთ ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას! ბედნიერი, წარმატებული გზა-ბილიკებით გევლოთ ცხოვრებაში! სიყვარულით, სიხარულით სავსე დღეები გქონოდეთ! არ შეშინდეთ დაბრკოლებებს და სირთულეებს! თქვენ ყველა სიძნელეს დაძლევთ დარწმუნებული ვარ! მეამაყებით! მეიმედებით! მჯერა, რომ ღირსეულ ადამიანებად დადგებით ცხოვრებაში! ააყვავებთ და წინ წაიყვანთ ჩვენს ქვეყანას! მიყვარხართ, თქვენი თამარ გოგიშვილი, დირექტორი“,- აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203