აბაშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ izrune.ge-ს ტესტი ბრწყინვალედ გაიარა
20-05-2021

აბაშის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. აქვე არ ივიწყებენ არაფორმალურ განათლებასა და მსოფლიოში ყველაზე მზრუნველ პროექტს izrune.ge-ს.

ამჯერად წარმოგიდგენთ აბაშის N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელს, რუსუდან რუსიას, რომელმაც izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და იმასაც გვიამბობს, როგორ უყვარს izrune.ge:

„გამარჯობა, მე ვარ რუსუდან რუსია. ვსწავლობ ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლის მე-6 „ბ“ კლასში. მიყვარს izrune.ge-ს ტესტები და ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო შედეგი ვაჩვენო. ჩემი წარმატებით ამაყობენ ოჯახის წევრები... ჩემი ჰობია წიგნების კითხვა, ცეკვა, კულინარია. izrune.ge-ს ტესტები კი საშუალებას მაძლევს, გავიღრმავო მიღებული ცოდნა. განსაკუთრებით მიყვარს „წიგნიერების ხუთშაბათი“, რადგან ამ დღეს წაკითხული ნაწარმოებიდან მოდის კითხვები, რომლებიც ძალზედ საინტერესოა... ჩემს მეგობრებს კი ვურჩევ, დარეგისტრირდნენ ამ საინტერესო და ინტელექტუალურ პროექტში“. 

„ყოჩაღ, რუსუდან, ბრწყინვალე შედეგია! ყოჩაღ, შენს მზრუნველ ოჯახს, რომ შენი წარმატების სიხარულს იზიარებენ და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გვერდში გიდგანან! ვამაყობთ, რომ ასეთი მრავალფეროვანი ინტერესები გვაქვს და გვჯერა, წარმატებას ყველაფერში მიაღწევ! ყოჩაღ, რომ თანატოლებსაც მოუწოდებ, ჩაერთონ პროექტში და ცოდნა განიმტკიცონ!“, - ასე ეხმაურება izrune.ge რუსუდანის წარმატებას ულოცავს ბრწყინვალე შედეგს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203