
თელავის N5 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთათვის ბოლო ზარი დაირეკა.
ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრწინსაფრიანმა და პერანგიანმა გოგონებმა და ბიჭებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეს. დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხსა და მასწავლებლებს. ეს დღე დაკავშირებულია, როგორც ცრემლთან, ასევე მომავლის რწმენით განმსჭვალულ სიხარულთან. სკოლის დირექცია და პედაგოგთა კოლექტივი წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს.
იხილეთ ფოტოები: