წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე ესეების კონკურსში მონაწილეობდა
20-05-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის მოსწავლე, ბარბარე გიგლემიანი კონფუცის ინსტიტუტის ესეების კონკურსში მონაწილეობდა. 

სკოლის ინფორმაციით, ორთვიანი ლოდინის შემდეგ ცნობილი გახდა კონკურსის შედეგები. მაღალი კონკურენციის გამო ბარბარემ  ესეების კონკურსში ვერ გაიმარჯვა, თუმცა ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, კონკურსის ყველა მონაწილე პრიზითა და ორენოვანი სერტიფიკატით დაჯილდოვდება.

თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისათვის ესეების კონკურსი „ჩემი თვალით დანახული ჩინეთი“ ჩატარდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203