ქუთაისის N23 საჯარო სკოლა სკოლის ლოგოს შექმნაზე კონკურსს აცხადებს
20-05-2021
ქუთაისის N23 საჯარო სკოლა სკოლის ლოგოს შექმნეზე კონკურსს აცხადებს.

სკოლის ინფორმაციით, ლოგო დაკავშირებული უნდა იყოს სწავლასთან, ზრდასთან, განვითარებასთან და პროგრესთან. ის უნდა იყოს თანამედროვე დიზაინის, მარტივად აღქმადი და ასახავდეს სიახლისკენ სწრაფვას. მნიშვნელოვანია, ისეთი კონსერვატიული და ინოვაციური ფერების კომბინაცია, რომელიც ხაზს გაუსვამს სკოლის სოლიდურობას, აკადემიურობას და შექმნის მიზნობრივ ასოციაციებს.

კონკურსში მონაწილეობა სკოლის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 20 ივნისამდე უნდა გაგზავნონ მათ მიერ შექმნილი ლოგო შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: kutaisi23@mes.gov.ge  

კონკურსანტებმა სკოლას ნამუშევრები jpg ფორმატში უნდა მიაწოდონ. 

კონკურსში გამარჯვებულს ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203