მუხრანის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე, ნინო გერაძე მეცხრეკლასელებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე, ნინო გერაძე მეცხრეკლასელებს ემოციური წერილით დაემშვიდობა.„მახსოვს ის მომენტები, როდესაც ვუყურებდი როგორ მხიარულად ერთობოდით, მოსვლა მრცხვენოდა ვერ ვბედავდი, ზოგჯერ ვკამათობდით რადგან ზოგიერთ თამაშში კარგად ვერ ვნაწილდებოდით, ამ ყველაფრის მიუხედავათ მაინც მაქვს ის გრძნობა, რომ თქვენი წასვლის შემდეგ ეს მხიარული დღეები მხოლოდ ტკბილი მოგონებები იქნება“, - ვკითხულობთ ნინო გერაძის წერილში.
მუხრანის N3 სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მას მე-12 კლასი არ ჰყავს.
იხილეთ მოსწავლის
წერილი