„განათლების სისტემამ და სკოლამ აკადემიური ჩამორჩენა სასკოლო პროგრამების გაუმჯობესებით უნდა დაძლიონ“ - შახალ ისმაილოვი, ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი
20-05-2021
რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის დირექტორის, შახალ ისმაილოვის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- მოსწავლეებისთვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოსთვის, სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა კარგი პირობაა და ვისურვებდი, ყველა სკოლას ქონდეს მსგავსი კაბინეტი. ჩვენს სკოლას აქვს ფართი სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისათვის და შექმნის  შემთხვევაში, უზრუნველვყოფთ  ინვენტარით.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინ სწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ვფიქრობ, განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა უნდა დაძლიონ სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებით, მოსწავლეების დაინტერესებით, არჩევანის უფლების მიცემით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203