ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მე-12 კლასის მოსწავლეებს საერთაშორისო გამოცდაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს
20-05-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალი მე-12 კლასის მოსწავლეებს, ლიკა ხალვაშსა და ვალერი დეკანაძეს კემბრიჯის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
სკოლის ინფორმაციით, FCE არის კემბრიჯის უნივერისტეტის წინამოსამზადებელი ტესტია ინგლისურ ენაში, რომელიც საშუალოზე მაღალი დონის გამოცდად არის აღიარებული. მრავალი უნივერსიტეტი მსოფლიოს მასშტაბით FCE-ის სერტიფიკატს მიიჩნევს იმის დამადასტურებლად, რომ ტესტის ჩამბარებელს თავისუფლად შეუძლია ინგლისურ ენაზე როგორც სწავლა, ასევე მუშაობა.
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესისთვის 2017 წლიდან მაღალკვალიფიციური ქართველი და უცხოელი მასწავლებლები მუშაობენ.
სწავლების პერიოდში თანაბრად ექცევა ყურადღება FCE-ის ხუთივე ნაწილის (Reading, Writing, Use of English, Listening and Speaking) ჩვევების განვითარებას. კურსის მსვლელობისას ხდება რეალური ტესტებისა და სავარჯიშოების თანმიმდევრული გამოყენება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს