კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გურდმა ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი ანგარიშით 17:0 დაამარცხა
14-12-2017
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ორგანიზებულ უნივერსიადას თასის გათამაშებაში, მერვედფინალური ეტაპის დაწყებამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის საფეხბურთო გუნდმა ფინალური მატჩი ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტთან გამართა.
თამაში კსუ-ს საგრძნობი უპირატესობით წარიმართა, ფეხბურთელებმა არანაირი შანსი არ დაუტოვეს მოწინააღმდეგეს და გამანადგურებელი ანგარიშით - 17:0 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, შარშანდელი სეზონის მეკარის - გიორგი ფარცვანიას კარგი თამაში, რომელმაც შემტევი ნახევარმცველის ამპლუით, აღნიშნულ თამაშში სამი გოლის გატანა მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიადას თასის გათამაშებაში 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება მონაწილეობს, გუნდები ექვს ჯგუფში არიან გადანაწილებულები და მერვედფინალურ ეტაპზე ბრძოლას თითოეული ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილზე გასული საფეხბურთო გუნდები და ასევე მესამე ადგილზე გასული ოთხი გუნდი აგრძელებს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდი, მერვედფინალურ ეტაპს, თავის ჯგუფში პირველი ადგილით განაახლებს. გუნდების კენჭისყრა და უახლოესი თამაშების განრიგი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს