ქობულეთის N6 საჯარო სკოლამ გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებას მიაღწია
20-05-2021
ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლა გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში: „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ მონაწილეობდა.

კონკურსის ფარგლებში პროექტი ქიმიის წამყვანმა პედაგოგმა, მარიამ ელიზბარაშვილმა წარადგინა. 

სკოლა ათ საუკეთესო პროექტის ნაშრომთა სიაში მოხვდა და სერტიფიკატებითა და სხვადასხვა სასაჩუქრე წიგნებით/ბროშურებით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203