ჭაბუკიანის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ტყეების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მინი-ლექცია ჩაატარა
20-05-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ნინო მახათაძემ ტყეების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინი-ლექცია ჩაატარა.
პედაგოგმა ნათლად წარმოაჩინა ტყეების მნიშვნელობა, მათი ფუნქცია და დაცვის აუცილებლობა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს.