შემოქმედის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავენ
20-05-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი 2021 წლის კუსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას ულოცავს.

„აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ დაირეკება ბოლო ზარი და 14 მეთორმეტეკლასელი: თამარ აბაშმაძე, ილო ბურჭულაძე, მარიამ ბურჭულაძე, გურამ გორგაძე, ქეთევან გორგაძე, ლუკა დუდუჩავა, მარიამ ვაშალომიძე, მარიამ მაჭარაშვილი, ზურაბ მენაბდე, იური ჟღენტი, ნინო სალუქვაძე, მარიამ ჩხატარაშვილი, გიორგი ყურაშვილი, საბა ყველაშვილი სკოლას დატოვებს და ახალ ცხოვრებაში შეაბიჯებს.

სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას, წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს“, - ვკითხულობთ სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203