„წყალბადი და ენერგეტიკა“-არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
20-05-2021
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების" მე-9 კლასის მოსწავლეებმა, მარიამ კოპალიანმა, მარიამ ქაშიბაძემ, რუსა ლომიძემ და ანი ცოტნიაშვილმა ქიმიაში პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე: წყალბადი და ენერგეტიკა.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ უკანასკნელ პერიოდში წყალბადი, სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს - წყალბადის წვისას წარმოქმნილი სითბო აჭარბებს ნებისმიერი საწვავის წვის სითბოს. მათი თქმით, უკვე არსებობს ავტომობილი, რომელიც შეძლებს წყალბადის საწვავად გამოყენებას, თუმცა მის გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

მოსწავლეებმა პრეზენტაცია ქიმიის პედაგოგის, ნინო ბენიძის ხელმძღვანელობით მოამზადეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203