„ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის წარმატების ფორმულა“ - ქვიტირის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა საინტერესო პრეზენტაცია მოისმინეს
20-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში სასწავლო გარემოს გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად კიდევ ერთი აქტივობა ჩატარდა. 

დირექციის წარმომადგენლებმა და სკოლის მასწავლებლებმა მოისმინეს მოწვეული სტუმრის, ინგა ხარჩილავას (გლობალური ტრენერების აკადემიის ელჩი -ლიდერის საქართველოდან, ევროპის voutube არხის პროგრამისტის, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს პროგრამების ტრენერის და გეოგრაფიისა და მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგის) პრეზენტაცია: „ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის წარმატების ფორმულა“.

„ქალბატონმა ინგამ მსმენელთა აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია მოკლე პერიოდში დაუღალავი შრომის შედეგად მიღწეულ წარმატებების შესახებ, ისაუბრა როგორც საკუთარი თავის კარიერულ წინსვლაზე ასევე მოსწავლეთა მიღწევებზე. პრეზენტატორმა გარკვევით უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს და აღუთქვა პედაგოგებს კონსულტირება და საერთაშორისო ორგანიზაციასთან როგორც ელჩი წარადგენს ქვიტირის საჯარო სკოლის მიღწევებს და დაეხმარება პედაგოგებს პროფესიულ წინსვლაში, რომელთაც აქვთ სიახლეების დაუფლების სურვილი.

ქალბატონმა ინგამ გამოთქვა სურვილი და დირექტორთან შეთანხმებით ჩაატარებს მოსწავლეებთან შეხვედრას-ტრენინგს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების მიზნით.

ქვიტირის საჯარო სკოლის დირექტორმა ბატონ ალექსანდრე ნიქაბაძემ დადებითად შეაფასა დღევავდელი შეხვედრა და გამოთქვა აზრი, რომ განხილული საკითხები მოიცავდა საკმაოდ დამაფიქრებელ საკითხებს სასწავლო გარემოს გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203