„წიგნი ჩვენი ნათესავია ჩემო პატარავ!“ - ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგმა ანნა პეტროსიანმა მეოთხეკლასელებს გაკვეთილი ბიბლიოთეკაში ჩაუტარა
20-05-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგმა ანნა პეტროსიანმა IV კლასის მოსწავლეებთან, საგანში - მე და საზოგადოება, საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

„გაკვეთილის მიზანი  იყო მოსწავლეების ცოდნის, აზრის, ლოგიკის, სიტყვათამარაგის ამაღლება. მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარმოადგინეს თავიანთი საყვარელი და წაკითხული მხატვრული წიგნები. ბიბლიოთეკარსა და მასწავლებლის - ანნა პეტროსიანის რჩევით მათ უნდა აიღონ ბიბლიოთეკიდან მხატვრული წიგნები და წაიკითხონ, რადგან ბიბლიოთეკაში არის განსაკუთრებული წიგნები, რომელთა შეძენა შეუძლებელია. 

წიგნი ჩვენი ნათესავია ჩემო პატარავ!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203