„მერცახლთა კიდევ ერთი გადაფრენა“-ოზურგეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა ჯახუტაშვილი სადამრიგებლო მე-12 კლასს ემოციურად ემშვიდობება
20-05-2021

ზაზა დამენიას სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლის პედაგოგი მანანა ჯახუტაშვილი სადამრიგებლო მე-12 კლასს ემოციურად ემშვიდობება და გზას ულოცავს.

კორონავირუსით შექმნილი რეგულაციების გამო წელს სკოლაში „ბოლო ზარი“ მოკრძალებულად აღინიშნა.

„ყოველ ჯერზე ერთნაირად ამაღელვებელი ბოლო ზარი... მერცახლთა კიდევ ერთი გადაფრენა... და უკან მოტოვებული სიყვარულით, სითბოთ, ხან კამათით, ტკბილი შერიგებით, სიხარულით სავსე წლები... სამუდამოდ ჩემს გულში და სკოლის კედლებში დარჩენილი მეთორმეტე კლასი... მიყვარხართ!“ - ასე ემშვიდობება კურსდამთავრებულებს კლასის დამრიგებელი მანანა ჯახუტაშვილი.


იხილეთ ვიდეო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203