„უკვე გხედავთ ხვალინდელი საქართველოს სათავეებში“ - ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექციამ მე-12 კლასის მოსწავლეები ემოციურად გააცილა
20-05-2021
ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები მე-12 კლასის მოსწავლეებს თბილი და სიყვარულით სავსე სიტყვებით აცილებენ სკოლიდან.

„ჩემო მეთორმეტეკლასელებო, პედაგოგებო, მშობლებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს; დღეს, რომელმაც დაასრულა ჩვენი ცხოვრებისა და  საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ეტაპი.  ამიერიდან ჩვენი ურთიერთობა სხვა შინაარს შეიძენს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას თქვენი სახით საუკეთესო წევრები შეემატება. უკვე გხედავთ ხვალინდელი  საქართველოს სათავეებში.

გისურვებთ გამარჯვებებს პროფესიულ სამიქნობაში; გისურვებთ სიკეთესა და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში. თქვენი მშობლიური სკოლა, დირექციის წევრები, პედაგოგები დავრჩებით თქვენს მარადიულ გულშემატკივრებად. 
დაე, მზითა და სინათლით აივსოს თქვენი მომავლის ყოველი დღე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და უსასრულო წარმატებებს გისურვებთ!“ - წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203