წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა
20-05-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა.
მოსწავლეები ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულ სამოსში გამოეწყვნენ. მათი თქმით, ეროვნული სამოსი სამშობლოს კულტურის ერთ-ერთი ძირითად ნაწილია, რომელშიც ნათლად ჩანს ჩვენი ეროვნული ხასიათი, ცხოვრების წესი და ტრადიციები.
ეროვნული სამოსის დღე საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული დღესასწაულია, რომელიც 2016 წელს დაწესდა.