ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
20-05-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მხიარული სტარტები ჩატარდა, რომელშიც მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლაში უკვე 24 წელია აღნიშნული სპორტული ღონისძიება ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის, რამაზ ლიკლიკაძის ხსოვნას ეძღვნება.
„მხიარულ სტარტებში“ მოსწვალეთა გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობაში: წინადადების აწყობაში, ტომრებით გადაადგილებაში, ბაგირის გადაზიდვაში და ა.შ შეეჯიბრნენ. ორივე სკოლის გუნდმა თანაბარი ქულები მოიპოვა.