წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
20-05-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 4 პედაგოგი - სკოლის დირექტორი ფ. ფანჩულიძე, სკოლის სასწავლო ნაწილი დ. სილაგაძე, ქიმიის მასწავლებელი თ. ივანეიშვილი და ინგლისურის მასწავლებელი ლ. მანდარია საერთაშორისო კონფერენციას „ერთობლივი ძალისხმევა მდინარეებისა და შავი ზღვის სისუფთავისათვის“ ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში პედაგოგები მდინარეებისა და წყლის ობიექტების დაბინძურებისგან დაცვის პრაქტიკას გაეცნენ.
სკოლაში ინგლისურენოვან მოხსენებებს ლელა მანდარია თარგმინდა.
„ვფიქრობთ, ასეთი სახის კონფერენციები ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით გარემოსდაცვითი საქმიანობების გააქტიურების და შავი ზღვის აუზის მდინარეებისა და წყლის რესურსების დაბინძურების შემცირებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია