„ჩვენს რიგებს გამოაკლდა სკოლის პროფესიონალი, ენერგიული და შრომისმოყვარე მასწავლებელი“ - ციხისძირის საჯარო სკოლა პედაგოგ ნატალია მახარაძეს გლოვობს
20-05-2021
ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა მუსიკის მასწავლებელს, ნატალია მახარაძეს გლოვობს.

„გლოვის ზარმა ჩამოჰკრა ჩვენი სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს. ჩვენს რიგებს გამოაკლდა სკოლის პროფესიონალი, ენერგიული და შრომისმოყვარე პედაგოგი, მუსიკის მასწავლებელი, ქალბატონი ნატალია მახარაძე.

სულ რაღაც ორი წელია იგი  ჩვენი სკოლის დიდ ოჯახს შემოუერთდა და უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

ციხისძირის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები უსამძიმრებენ ოჯახსა და ახლობლებს ამ დიდ ტკივილს“, - ვკითხულობთ სკოლი სამძიმარში.

„ეტალონის“ გუნდი მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგ ლილი ციმაკურიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და სკოლას. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203