„გვჯერა, საუკეთესო მიღწევებით გაგვახარებთ“ - ქუთაისის N21 სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2021
ქუთაისის N21 სკოლა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წარმატებულ მომავალს უსურვებს:
„ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას! უამრავ ლამაზ დღეს გისურვებთ, ვულოცავ თქვენს მასწავლებლებსა და მშობლებს.
სიბრძნე და ხარისხიანი განათლება, სიყვარული და კაცთმოყვარეობა,ზნეობრივი ამაღლება, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურება მოგმადლოთ უფალმა. წარმატებებით გაგევლოთ უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი ცხოვრების ლამაზი წლები. ასეთი ამაღლებული განწყობა გაგყოლოდეთ ყოველთვის. გვჯერა, რომ საუკეთესო მიღწევებით გაგვახარებთ. გზას დაგილოცავთ! გფარავდეთ ღმერთი!“ - ვკითხულობთ სკოლის რედაქციის წერილში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია