
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თამარ გამგებელს პროექტში „my planets, my right“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა. პროექტის მიზანი ეკოლოგიური მიმართულებით ცნობიერების გაზრდა იყო.
„პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების გაზრდას ადამიანის ეკოლოგიური უფლებების შესახებ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მონაწილეებმა გაინაწილეს როლები, თავად თამარი გამომძიებელი გახლდათ. წარმატებებს გისურვებთ!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო