თბილისის N54 საჯარო სკოლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ხელბურთი უფასოდ შეისწავლონ
20-05-2021
სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ხელბურთის შემსწავლელი წრე ფუნქციონირეს, სადაც მოსწავლეებს 14 წლიდან ეძლევათ საშუალება უფასოდ შეისწავლონ ხელბურთი.
ვარჯიშები ყოველ შაბათს, 16:00 საათზე, სპორტის უნივერსიტეტში ტარდება.
სკოლის ინფორმაციით, დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ სპორტის მასწავლებელს, გიორგი გეგენავას.