„არასოდეს გადაუხვიოთ დიდი წინაპრების გათელილი ბილიკებიდან!“ - ტობანიერის საჯარო სკოლის დირექცია XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს
20-05-2021

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის დირექცია XII კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და წარმატებულ მომავალს უსურვებს. დირექციამ მეთორმეტეკლასელებს ემოციური სიტყვით მიმართა.

„გ ი ლ ო ც ა ვ თ !

დღეს თქვენი ბავშვობისა და ცელქობის ბოლო ზარი დაირეკა. ცხოვრების რთულ ბილიკებზე სვლა დამოუკიდებლად უნდა შეძლოთ! დაგილოცავთ სავალ გზა-ბილიკს და გისურვებთ უფლის წყალობა და შემწეობა ყოველთვის გეგრძნოთ! ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იქნებით! მუდამ გახსოვდეთ „ვისი გორისანი ხართ“ და არასოდეს გადაუხვიოთ დიდი წინაპრების გათელილი ბილიკებიდან! 

მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის გრძნობა, რომელიც ეხლა გაგაჩნიათ არასოდეს გაგნელებოდეთ! გისურვებთ ღვთისთვის სათნო მიზნების განხორციელებას! დალოცვილი იყავით და დღეგრძელი!

უ ფ ა ლ ს   ე ბ ა რ ე ბ ო დ ე თ!“- წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203