ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის IX კლასში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილი ჩატარდა
20-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლის IX კლასში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის VIII გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს მასწავლებელი დარეჯან ტუსკაძე უძღვებოდა. 

„გაკვეთილის მიზანი იყო: განვლილი მასალის სქემატური ფორმირება/შეჯამება. მასწავლებელმა დეტალურად განიხილა კარიერული გადაწყვეტილების მიღების მოდელი ნაბიჯების მიხედვით. შეკითხვები დაუსვა სხვადასხვა მოსწავლეს და მაქსიმალურად ჩართო ყველა ბავშვი. როლური თამაშის მეთოდით შეასრულეს აქტივობა „გასაუბრება“ ბიზნეს ფორუმზე. 

გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს დაურიგა ამობეჭდილი უკუკავშირის ფორმები და სთხოვათ შევსება. მოსწავლეებმა საუკეთესოდ შეაფასეს პროგრამა,  გამოკვეთეს მათთვის საინტერესო თემები და აქტივობები“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203