„დაგილოცავთ მომავალს, გვჯერა თქვენი და გვეიმედებით!“ - ბახვის საჯარო სკოლის დირექცია მეთორმეტეკლასელებს ემშვიდობება
20-05-2021

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექცია მეთორმეტეკლასელებს ემშვიდობება. პედაგოგები საყვარელ მოსწავლეებს გზას ულოცავენ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ერთად გატარებული გზა ფოტოებით შეახსენეს.

„კვლავაც ჩამორეკება დღეს ბოლო ზარი, კიდევ ერთ თაობას ვულოცავთ დიდი ცხოვრების გზას. განსაკუთრებულია ეს დღე სევდანარევი ბედნიერების. ბედნიერებასთან სევდას რა ხელი აქვსო?- მკითხავთ, ბედნიერებაა, რომ თქვენი სახით ჩვენი 12 წლიანი შრომის შედეგს ვხედავთ ჩემო ქეთი, ბექა, გიორგი,  ჯაბა, ბელა, ქრისტინე, გიორგი, ბექა, ვასიკო... სევდიანია ეს დღე იმიტომ, რომ მიდიხართ ჩვენგან და ყოველდღე ვეღარ შევხვდებით.

დაგილოცავთ მომავალს, გვჯერა თქვენი და გვეიმედებით! რამდენიმე ფრაგმენტს შეგახსენებთ თქვენი აწ უკვე განვლილი მოსწავლეობიდან“, - წერია სკოლის გამოსამშვიდობებელ წერილში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203