ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით კონკურსები ჩატარდა
19-05-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
„ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სალომე კილასონიამ ჩაატარა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიისა და ნახატების კონკურსი. გამოვლინდა სამი საუკეთესო კალიგრაფიის ნიმუში და სამი საუკეთესო ნახატი. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა აგრეთვე წაიკითხეს ლექსები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.