წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გერლიანი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში საქართველოს ჩემპიონი გახდა
წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა გერლიანმა შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში გამართულ ჩემპიონატში I ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
მოსწავლემ მოყვარულ სპორტსმენებს შორის გამართულ შეჯიბრებაში 65,8 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ლუკამ მეტოქეები დამაჯერებლად დაამარცხა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.