„სქემის საშუალებით ბევრმა მასწავლებელმა მოახერხა სტატუსის ამაღლება და პროფესიული ზრდა“ - დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორი ირინა ხელისუფალი
20-05-2021
რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის დირექტორის - ირინა ხელისუფალის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება ?

- ვფიქრობ, სკოლის სოციალური მუშაკების თანამონაწილეობით გაიზრდება, მოსწავლეების ფიზიკური, გონებრივი და ემოციური ჩართულობა სასწავლო გარემოში და ყველა ბავშვის მიმართ პატივისცემისა და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა.

ასევე, სოციალური მუშაკები სკოლას დაეხმარებიან, ძალადობის, დანაშაულის, სუიციდის პრევენციის,   ბულინგის, სკოლის ხშირი გაცდენებისა და სკოლის მიტოვების რისკის აღმოფხვრაში; 

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები ?

- სკოლაში უკვე მესამე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით. სკოლის ექიმი ზედამხედველობას უწევს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, მონაწილეობას ღებულობს ჰიგიენური განათლების პროგრამებში და მეთვალყურეობს დასუფთავების რეჟინის შესრულებას.   

- რას ფიქრობთ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლა ვალდებულია მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას ? თქვენი აზრით რას შეცვლის ეს სასკოლო ცხოვრებაში ?

- ვფიქრობთ, გაცდენებზე სიახლეები გაზრდის მოსწავლის მიმართ ყურადღებას, როგორც სკოლის მხრიდან, ასევე ოჯახის მხრიდან, რათა მოსწავლე იყო უფრო დაცული და არ  აღმოჩნდეს განათლების მიღების მიღმა.

- თქვენი აზრით როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ ?

- საბედნიეროდ, სკოლა მცირე ხნით იყო გადასული დისტანციურ სწავლებაზე და შესაბამისად, არ გვქონია აკადემიური ჩამორჩენის ფაქტები.

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლის და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში ?

- ნებისმიერი სქემა, ახალი, თუ ძველი ხელს უწყობდა მასწავლებლის პროფესიულ  და კარიერულ წინსვლას და განვითარებას. სწორედ ამ სქემის საშუალებით ბევრმა მასწავლებელმა მოახერხა სტატუსის ამაღლება და პროფესიული ზრდა. აქვე შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა გამოიკვეთა ძველი სქემის გარკვეული ნაკლოვანება, თუმცა, ჩემი აზრით, განათლების სამინისტრო და ექსპერტთა ჯგუფი, ზრუნავს ხარვეზების  აღმოფხვრაზე, რათა სქემა კიდევ უფრო მეტად იყოს ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე, რაც უთუოდ აისახება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების ამაღლებაზე და საგნის სიღრმისეულ ცოდნაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203