
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში X, XI, XII კლასის მოსწავლეებს შორის შიდასასკოლო ფესტივალი გაიმართა.
მოსწავლეები ფესტივალში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მადლობა სკოლის დირექციას, კლასის ხელმძღვანელებს, თითოეულ მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისათვის. მასწავლებლები: ავთანდილ შარაშენიძე, გიგა ფრუიძე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: