ბასილეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები ჩატარდა
19-05-2021
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული მოეწყო. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა-ტესტირება და ნახატების გამოფენა. თემა -  ნახატებით გაცოცხლებული დედაენა.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203