ზემოხეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
19-05-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს.

ღონისძიებაში, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული მოსწავლეები ხალისითა და მაღალი მოტივაციით იყვნენ ჩართულნი. აქტივობამ ბოლოს ღია ცის ქვეშ გადაინაცვლა.

1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, 14 აპრილს დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203