
გელა ბელაუსოვის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღნიშნავს და დედამიწაზე ზრუნვის აქციას გელა ბელაუსოვის სახელობის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაც შეუერთდა: მოსწავლეებმა მოაწყვეს აქცია სახელწოდებით - „შეიცანი დედამიწა“. ბავშვებმა ისაუბრეს დედამიწის შესახებ და დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენაც მოაწყვეს.