„მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ სკოლაში“- განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე ახალგაზრდული ცენტრის აქტიური წევრია
19-05-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, რომან სურმანიძემ გაზეთ „აჭარაში“  ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის შესახებ ისაუბრა.

მოზარდმა გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის ცენტრმა მის პიროვნულ განვითარებაში გარდამტეხი როლი ითამაშა. 

„აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად ვიყენებ სკოლაში. ადამიანს განვითარებისათვის, საზოგადოებაში თვითდამკვიდრებასა და რეალიზებისათვის სჭირდება ეფექტური კომუნიკაციის, ჯანსაღი დისკუსიის, გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავება. ეს უნარები ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებებსა და პროექტებში შევიძინე. ეს ადგილი არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც პოზიტიური განწყობა სუფევს. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, მოვიდეს ჩვენთან. მათ აქ დახვდებათ სიყვარულით, სითბოთი, შრომით, ინტელექტით შექმნილი გუნდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების ცხოვრების სწორად წარმართვაში“, - რომან სურმანიძემ გაზეთ „აჭარასთან“ საუბრისას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203